მითერი
03-08-2026 - 30-08-2026
ლოკაცია: ქ. თბილისი, ფეიქართა 38
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანია „ავტობანი“ აცხადებს ვაკანსიას მითერის პოზიციაზე.

„ავტობანი“ საქართველოს ბაზარზე 1995 წლიდან ფუნქციონირებს და წამყვანი კომპანიაა ავტოსათადარიგო ნაწილებისა და ავტოსერვისის ინდუსტრიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის ფართო სპექტრს მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან.

კომპანია „ავტობანის“ მიზანია ხანგრძლივი, სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული ურთიერთობის ჩამოყალიბება თითოეულ თანამშრომელთან.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • თითოეულ შემოსულ მომხმარებლთან კომუნიკაცია, მათი მოთხოვნის გამოვლენა, დაკვალიანება და სწორი გადამისამართება;
  • მომხმარებლის თავაზიანი მომსახურება, რიგების მართვა და პრობლემური სიტუაციების მოგვარება;
  • სივრცის მარკეტინგული და სხვა სარეკლამო მასალით უზრუნველყოფა;
  • სივრცეში განთავსებულ პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების პერიოდულად გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში ცვლილების განხორციელება;
  • კომპანიაში არსებული მომსახურებების, სერვისებისა და სხვადასხვა აქციების შესახებ ინფორმაციის მუდმივად ფლობა და მომხმარებლის ინფორმირება საჭიროების შემთხვევაში;
  • გაყიდვების ჯგუფის თანამშრომლების მოწესრიგებულობის მონიტორინგი და ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში ფილიალის მენეჯერისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალებების შესრულება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია მომსახურების სფეროში, მსგავს პოზიციაზე, მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია უცხო ენის (რუსული ან/და ინგლისურ) სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა;

 

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • თავაზიანობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

კომპანია ავტობანი გთავაზობთ:

  • თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიონალურ და მეგობრულ გუნდთან ერთად კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • კვებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი. 

 

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!